
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, გრიპის ვაქცინა და სოციალური დისტანცირება მომავალში კორონავირუსისგან თავდაცვის მნიშვნელოვანი საშუალება იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის მეორე ტალღა გრიპის სეზონს დაემთხვევა, ეს საავადმყოფოების გადატვირთვას გააშშმოიწვევს.
ამიტომ, თუ გრიპის ვაქცინას ბევრი ადამიანი გაიკეთებს, ეს სიტუაციის შემსუბუქებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„აღსანიშნავია, რომ გრიპის ვაქცინას ამერიკელების მხოლოდ 47%-ი იკეთებს. იმედი გვაქვს, რომ ამერიკელი ხალხი მიხვდება რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს გრიპის ვაქცინა.
უმნიშვნელოვანესია სოციალური დისტანცირების როლიც.
სოციალური დისტანცირების სტრატეგია არის ის, რაც ჩვენ უნდა დავხვეწოთ, რადგან ეს სტრატეგია კვლავ დაგვჭირდება ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში“,- განაცხადა რედფილდმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორის, ჰანს კლიუგეს თქმით, ქვეყნები კორონავირუსის მეორე, დამანგრეველი ტალღისთვის უნდა მოემზადონ.























