21:25 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

გრიპზე აცრის დროა – ყველაფერი რაც სეზონური ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ 

გრიპზე აცრის დროა – ყველაფერი რაც სეზონური ვაქცინის შესახებ უნდა ვიცოდეთ 

გრიპი ვირუსული ინფექციაა. გრიპის ვაქცინაზე აცრის გაკეთება ოქტომბრიდან იწყება.

როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები – მთავრობის განმარტება
2020-10-07როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები – მთავრობის განმარტება

 

 

სწორედ გრიპის ვაქცინის შესახებ საუბრობს და „პრაიმტაიმის“ კითხვას პასუხობს ამირან გამყრელიძე. ის საჭირო რჩევებს აძლევს საზოგადოებას.

 

რომელი ქვეყნიდან შემოაქვთ ვაქცინა?

 

გამყრელიძის თქმით, კომპანია რომელსაც საქართველოში ვაქცინა შემოაქვს ფრანგულია.

 

„ფრანგული კომპანიაა, რომელსაც შემოაქვს ვაქცინა. ასევე ნოემბერში მოგვაწვდის იგივე კომპანია დამატებით ვაქცინას.

 

გრიპის ვაქცინა არის სარეკომენდაციო და პირველ რიგში უნდა გაუკეთდეს რისკ-ჯგუფებს.

 

ჩვენ 135 000 ვაქცინა შევიძინეთ, მისი პირველი პარტია 25 000 შაბათს შემოვა. ხოლო დანარჩენი შემოვა ოქტომბრის 20-ისთვის.

 

პირველი რისკ-ჯგუფი არიან ორსულები, რადგან ორსულებს ძალიან ერჩის და ორსულები არიან პირველი ვინც უნდა აიცრან. შემდეგ  ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. სამედიცინო პერსონალი. ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

 

დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;“

 

როდის არის შესაძლებელი გრიპზე აცრა? 

 

გრიპის საწინააღმდეგო აცრა მთელი სეზონის განმავლობაშია შესაძლებელი და ამიტომ ეს პირველ რიგში რისკ-ჯგუფებიდან იწყება და ეს ადამიანები აიცრებიან ყველა რაიონში, პოლიკლინიკებისა და ოჯახის ექიმების მიერ.

 

ავტორი: Prime Time

X