
ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსის გამო ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
როგორც მსახიობი ვიდეომიმართვაში ამბობს, ეს უნდა გავაკეთოთ არა მარტო ჩვენი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც, რომლებიც ჩვენ გვიყვარს.
„ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ დავრჩეთ სახლში. ჩვენ უნდა შევაჩეროთ კორონავირუსის გავრცელება და ეს მხოლოდ ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ. არა მარტო იმიტომ, რომ საკუთარი თავი დავიცვათ, არამედ იმიტომ, რომ დავიცვათ სხვებიც, ყველა მოხუცი ადამიანი, რომელიც თქვენ გიყვართ. გთხოვთ, მე თქვენ გიყურებთ“,- ამბობს დე ნირო ვიდეომიმართვაში.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 382 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 16 ათასზე მეტს შეადგენს.






















