
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში მისი მეუღლის, ნათია ფოფხაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის ილოცონ.
„უფალო შეეწიე მხევალსა შენსა ნათიას, გთხოვთ, ილოცეთ ნათიასთვის და სთხოვეთ ღმერთს, რომ შეიწყალოს და გადაარჩინოს“, – წერს ბაღათურია სოციალურ ქსელში.

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა.
„ნათიას 8 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 10 დღეა გართულებული მდგომარეობა აქვს…“, – გვითხრა ბაღათურიამ.
2019 წელს მედიაში დაიწერა, რომ ნათია ფოფხაძეს მძიმე სენის დიაგნოზი დაუსვეს. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ვაჟი და გოგონები.
ასევე დაგაინტერესებთ:






















