11:22 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

გთხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით… – მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს

გთხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით… – მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს

22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა.

 

ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, თბილისში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ მოქალაქეებმა მცხეთის რესტორნებში გადაინაცვლეს, რის გამოც დამატებითი ზომების მიღება გახდა საჭირო.

 

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება შექმნილ ვითარებაზე. ძალიან გთხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს დავემორჩილოთ“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.

 

ცნობისთვის: დღეს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 და გამოჯანმრთელდა 328 მოქალაქე.

ავტორი: Prime Time

X