
„ჩვენ, იტალიაში ცუდი პერიოდი გვიდგას, თუმცა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადავრჩეთ და ისევ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული“, – ამ სიტყვებით იტალიის მოქალაქე, ნუჩო გარილი ქართველებს Spend ჯგუფ „4 Seasons in Georgia“-ს საშუალებით მიმართავს.
„ფრთხილად იყავით, გაიკეთეთ ნიღბები და მიჰყევით თქვენთვის მოცემულ ინსტრუქციებს. თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ და ეს აუცილებლად უნდა შეძლოთ, რადგან მსურს, დავბრუნდე კახეთში, რომ დავაგემოვნო თქვენი საუკეთესო ღვინო და ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელო ვთქვა“, – წერს იტალიელი ტურისტი.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით სულ 17,660 ადამიანი დავირუსდა, რომელთაგან 1266 გარდაიცვალა.






















