19:55 | 2020-07-16 ავტორი: Prime Time

„გუდაური და სვანეთი გაბაზრდა“ – როგორ ეხმიანებიან ჰორორის ტრეილერს, რომელიც საქართველოშია გადაღებული

„გუდაური და სვანეთი გაბაზრდა“ – როგორ ეხმიანებიან ჰორორის ტრეილერს, რომელიც საქართველოშია გადაღებული

ყველა სეზონისთვის შესაბამისად შთამბეჭდავი და მიმზიდველი ბუნება რომ გვაქვს, უკვე ბევრს გავაგებინეთ უცხოეთში.

 

Let It Snow – ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელიც უკრაინელმა რეჟისორმა გადაიღო. როგორც ჩანს, სტანისლავ კაპრალოვმაც გადაწყვიტა, საქართველოს ხედების ფონზე მთელი მსოფლიოსთვის ახალი საშინელებათა ისტორია მოეყოლა.

 

ეს კაპრალოვის პირველი სრულმეტრაჟიანი კინოსურათია, რომლის სცენარზეც მასთან ერთად ომრი როუზი მუშაობდა.

 

როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, გმირებს საქართველოს მთებში გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ:

 

„გუდაური და სვანეთი გაბაზრდა“ – წერენ სოციალურ ქსელში ქართველი კინომოყვარულები

 

ავტორი: Prime Time

X