
გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა მერაბ კობიაშვილის ადვოკატებმა საქმის ნაფიც მსაჯულთათვის გადაცემა მოითხოვონ.
სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.
კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.
ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.






















