12:29 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

გუდაუთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გუდაუთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ გუდაუთის რაიონში, ფსოუ-ენგურის ავტოტრასის 62-ე კოლომეტრზე, “Mercedes-Benz”-ის მარკის ავტომობილი ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენ ბოძს შეეჯახა.

 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შეტყობინება გვიან ღამით შევიდა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1988 და 2004 წელს დაბადებული აფხაზეთის ორი მოქალაქე.

 

ავტორი: თეა შონია

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X