15:09 | 2020-04-20 ავტორი: თამარ გონგაძე

“გულ-მუცელი ჩამკვდარი მაქვს, ყოველ გაფიქრებაზე მეტირება” – მარიკო ებრალიძე თიკა მახალდიანის ტრაგედიაზე

“გულ-მუცელი ჩამკვდარი მაქვს, ყოველ გაფიქრებაზე მეტირება” – მარიკო ებრალიძე თიკა მახალდიანის ტრაგედიაზე

აღდგომის ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე საცხოვრებელ ბინაში დატრიალებულ ტრაგედიას მომღერალ თიკა მახალდიანის დედის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

50 წლის თამარ ანთელავა სახლში ტელევიზორს უყურებდა (მერვე სართულზე), რა დროსაც მას ახლომდებარე სახლის კორპუსიდან ბრმა ტყვია თავში მოხვდა. ქალბატონი თამარი ადგილზე გარდაიცვალა.

 

თიკას მეგობრებს ძალიან უჭირთ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. მარიკო ებრალიძე მეგობრის დედის თავს დატრიალებულ ტრაგედიაზე “პრაიმტაიმთან” საუბრობს.

 

მარიკო ებრალიძე: – „თიკას დედას კონცერტებზე ხშირად შევხვედრივარ. მისი კეთილგანწყობის ასაღწერად, ვინც თიკას გარშემო ვიყავით, სიტყვები მეცოტავება. ასევე სიტყვები არ მყოფნის თიკას მიმართ მწუხარების გამოსახატად. ვწუხვარ – ეს სიტყვა ძალიან ცოტაა. გულ-მუცელი ჩამკვდარი მაქვს, ყოველ გაფიქრებაზე მეტირება.

 

თამუნა არაფრით არ ჩამოგვივარდებოდა თანამედროვეობით, ახალგაზრდული შემართებით. ჩვენნაირად იქცეოდა, ჩვენნაირად საუბრობდა. ჩვენხელა ხდებოდა, ჩვენს აზრებს იზიარებდა.

 

მეგობრული დედა იყო. სულ გვეფერებოდა, თბილი, მოსიყვარულე ქალი იყო… თვალწინ მიდგას მომღიმარი და თბილი თამუნა.

 

მე როგორც ვიცი, თიკას ძმა სახლში იყო ამ ტრაგედიის დროს, ამ საშინელებამ მის თვალწინ ჩაიარა…

 

ძალიან დაბნეული ვარ. ეს სიკვდიალიანობა ისე მიეწყო ჩემს სამეგობროში, რომ გამიცივდეს თუ გამისკდეს გული ამხელა მწუხარებისგან, აღარ ვიცი…“

ავტორი: თამარ გონგაძე

X