
12 წლის ბავშვი, რომელსაც ლისის ტბაზე საპატრულო მანქანა დაეჯახა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ექიმის განმარტებით, მოზარდს რეანიმაციული ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა სასიცოცხლო პარამეტრების აღდგენა ვერ მოხერხდა.
„პაციენტი სასწრაფოს მიერ მოყვანილი იქნა 23:25 წუთზე, გულგაჩერებულ მდგომარეობაში, შეყვანილ იქნა პალატაში, ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ მიუხედავად ამისა სამწუხაროდ ვერ აღდგა სასიცოცხლო პარამეტრები. პოლიტრამვა იყო ავტოავარიის შედეგად“, – ამბობს ექიმი.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)























