14:57 | 2020-06-03 ავტორი: თეონა ყაჭიური

გული აუმუშავდა, მაგრამ მდგომარეობა მძიმეა – ბოლო მონაცემები დაშავებულ ექსპერტ-კრიმინალისტზე

გული აუმუშავდა, მაგრამ მდგომარეობა მძიმეა – ბოლო მონაცემები დაშავებულ ექსპერტ-კრიმინალისტზე

ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც ამაშუკელის გამზირზე დენმა დაარტყა, გული აუმუშავდა. როგორც ნობილია იგი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

 

როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, ნათია ნუცუბიძე ამბობს, პაციენტს რამდენიმე დღე დააკვირდებიან და შემდეგ გამოაღვიძებენ.

 

„დღეს შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება, პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილი იქნა გულის მუშაობა. ამჟამად იგი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვინტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით და შემდეგ უკვე დავიწყებთ გამოღვიძებას“,- აღნიშნა დირექტორმა.

 

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გააავრცელა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

 

25%-ია დამწვარი! - გუგა ქაშიბაძე აფეთქების დროს დამწვარ 48 წლის მამაკაცზე
2020-06-0125%-ია დამწვარი! - გუგა ქაშიბაძე აფეთქების დროს დამწვარ 48 წლის მამაკაცზე

 

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ექსპერტ-კრიმინალისტი ამაშუკელის ქუჩაზე მუშაობდა. ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც იქ ექსპერტები მუშაობდნენ.

 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

 

⭕Live: როგორია ექსპერტ-კრიმინალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დენმა დაარტყა

⭕Live: როგორია ექსპერტ-კრიმინალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დენმა დაარტყა

Posted by Prime Time on ოთხშაბათი, 03 ივნისი, 2020

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X