16:38 | 2021-08-06 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გული გაგვეგლიჯა… ასე ვინ გაიმეტა? – ვინ არის ბორჯომში მოკლული ახალგაზრდა

გული გაგვეგლიჯა… ასე ვინ გაიმეტა? – ვინ არის ბორჯომში მოკლული ახალგაზრდა

პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ბორჯომში, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა კაცი 36 წლის ლევან ნამგალაძეა. ის ადგილობრივი იყო.

 

ჩვენი ინფორმაციით, ლევან ნამგალაძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

 

გარდაცვლილი ლევან ნამგალაძე

 

“ლევანი ბორჯომელია. არაჩვეულებრივი მეგობარი დავკარგეთ. გული გაგვეგლიჯა მისი დაღუპვით, ასე ვინ გაიმეტა არ ვიცი.

 

არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, მეულე და უსაყვარლესი ორი პატარა დარჩა. ის 36 წლის იყო.” – ამბობს ერთ-ერთი მეგობარი.

 

ცნობისთვის, მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. დანით დაჭრილი მამაკაცი ადგილობრივ კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

 

 

“პრაიმტაიმი” შემთხვევის დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X