14:20 | 2020-11-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გულშემატკივრების სტადიონზე დაშვება ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო – შოთა არველაძე

გულშემატკივრების სტადიონზე დაშვება ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო – შოთა არველაძე

საქართველო-ჩრდ.მაკედონიის მატჩს ტაშკენტის ფეხთაქორის ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე გამოეხმაურა.

 

„ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

 

ეს კადრები ქართველი ქომაგებისთვის მძიმე სანახავია! - მაკედონიელებმა ქართველების საკონფერენციო დარბაზი
2020-11-13ეს კადრები ქართველი ქომაგებისთვის მძიმე სანახავია! - მაკედონიელებმა ქართველების საკონფერენციო დარბაზი "თავზე დაიმხეს“

 

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით, ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია.

 

ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს“, – წერს არველაძე სოცქსელში.

 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X