18:08 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

„გულში რომ ჩავიკარი, მაშინ დავიჯერე, რომ ცოცხალი იყო“ – 1 წლის იოანეს დედა ტრაგედიის დღეს იხსენებს

„გულში რომ ჩავიკარი, მაშინ დავიჯერე, რომ ცოცხალი იყო“ – 1 წლის იოანეს დედა ტრაგედიის დღეს იხსენებს

8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი მოყვა, მათგან 9 გარდაიცვალა.

„ვინც კორპუსში სამუშაოებს ასრულებდა, პროფესიით მშენებლები არ არიან“ - ბინის მეპატრონის ადვოკატი 
2021-10-11„ვინც კორპუსში სამუშაოებს ასრულებდა, პროფესიით მშენებლები არ არიან“ - ბინის მეპატრონის ადვოკატი 

სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა 1 წლისა და სამი თვის იოანე. იოანეს დედა „რუსთავი 2“- თან ტრაგედიის დღეს იხსენებს.

 

„ჩემი შვილი გულში რომ ჩავიკარი, მაშინ დავიჯერე, რომ ცოცხალი იყო.

 

ექიმთან ვიყავით შესულები, ეს ყველაფერი როცა მოხდა. დავინახეთ თავიდანვე, რომ ქვები ცვიოდა, მაგრამ პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და გვეგონა, იქიდან იყო ეს გამოწვეული.

 

მე და ჩემი უფროსი შვილი სადარბაზოდან გამოვედით და ქუჩის მეორე მხარეს ვიყავით. ჩემი შვილი გაიქცა, ვნახავ მამას და იოანეს, როგორ არიანო, მაგრამ როცა იქ მივიდა, მხოლოდ ჩემი მეუღლე დაინახა. იოანე უკვე მანქანაში იყო, მანქანას კი „სინკარი“ ჰქონდა დაცემული. ჩემი მეუღლე ამბობდა, ცოცხალია, კარგად არის, უბრალოდ ვერ გამოგვყავსო“ – იხსენებს იოანეს დედა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X