14:23 | 2020-06-23 ავტორი: თამარ გონგაძე

“გულზე გავსკდი! წყნეთში 5 ათას დოლარს არ გადავიხდი” – რატომ ადარებს თეა გვასალია წყნეთს პუნტა კანას?

“გულზე გავსკდი! წყნეთში 5 ათას დოლარს არ გადავიხდი” – რატომ ადარებს თეა გვასალია წყნეთს პუნტა კანას?

აგარაკებზე წასვლის სეზონი დადგა. ვისაც სამსახური თბილისიდან შორს დასვენების საშუალებას არ აძლევს, დედაქალაქის შემოგარენში ქირაობს სახლს. ამასობაში აგარაკების ფასებმა აიწია. წყნეთში, კოჯორსა თუ წავკისში იაფად ვერც მანამდე “გამოძვრებოდით”, თუმცა პოსტ პანდემიურ რეალობაში, რატომღაც მაღალ ფასებს შეეჩეხებით.

 

ესპანური ენის სპეციალისტი, ტელეწამყვანი თეა გვასალია, სოციალურ ქსელში, შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

 

“პუნტა კანა ვისაც გაგიგიათ, ისიც გეცოდინებათ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული საცხოვრებელი ადგილია. ჰოდა ამ სამოთხეში, 800 კვადრატული სახლი, ხედით ოკეანეზე, რვა საძინებლით, ყველა მათგანს რომ ვერანდა და საკუთარი სააბაზანო აქვს, უზარმაზარი ეზოთი, სადაც 2 აუზი, ერთი დიდი ჯაკუზი და ჩოგბურთის კორტებია, ღობის ერთ მხარეს რომ მაიკლ ჯორდანის ვილაა და მეორე მხრიდან ხულიო იგლესიასი ღიღინებს, თვეში 5 000 დოლარად ქირავდება და წყნეთში, მაგდანას ლურჯას მეზობლად, მჟავანაძის დროს აშენებულ აგარაკში 2 თვეში იგივე თანხა მომთხოვეს” – წერს თეა “ფეისბუქზე”.

 

ტურიზმი პარალიზებულია! - აისახება თუ არა ეს საზღვაო სეზონის ფასებზე
2020-05-26ტურიზმი პარალიზებულია! - აისახება თუ არა ეს საზღვაო სეზონის ფასებზე

 

“პრაიმტაიმთან” საუბარში თეამ აღნიშნა, რომ ამ თანხის გადახდას პრინციპულად არ აპირებს სახლში, რომელიც ძველია და ფასს არ აკმაყოფილებს.

 

თეა გვასალია: – წყნეთზე ჯვარი კი არ მაქვს დაწერილი, მაგრამ თბილისში საქმეები მუდმივად მაქვს და სიახლოვის გამო ვაკეთებ არჩევანს. ყოველდღე 40 წუთის სავალ გზაზე სიარული გამიჭირდება. რაც ბავშვები დაიბადნენ, წლებია წყნეთში ვქირაობ სახლს. უფროსი 17 წლისაა, ტყუპები 13 წლისები არიან. მაგრამ იმ სახლის წინ, სადაც ვისვენებდით, სახლი შენდება და ცემენტს ვერ ვასუნთქებ შვილებს.

 

იაფი არც არასდროს ღირდა ეს აგარაკები, მაგრამ წელს განსაკუთრებულად გაიგიჟეს თავი და ძალიან ძვირად აქირავებენ. ორ თვეში 5 ათასი დოლარი მომთხოვეს.

 

– პუნტა კანასთან საინტერესო შედარება გქონდათ. ეს ინფორმაცია რეალურია?

 

– კი, რა თქმა უნდა, ესპანურ არხზე მართლა ვნახე გადაცემა, სადაც მაკლერმა ისეთი სახლი დაგვათვალიერებინა, ნერწყვი მომდიოდა რომ ვუყურებდი. ბოლოს თქვა მისი ფასი, თვეში 5 ათასი დოლარიო. ყურებს არ დავუჯერე, სამჯერ გადავახვიე გადასამოწმებლად. მართლა ძვირადღირებული ადგილია, ხულიო იგლესიასი ცხოვრობს და ჯენიფერ ლოპესს აქვს ვილა. გულზე გავსკდი, მე წყნეთში უნდა გადამეხადა ის ფასი, რა ფასადაც პუნტა კანას ზღაპარში დაისვენებ.

 

2020-06-22"მეყველე ანას" ქართულ ფერწერაში ყველი შემოაქვს - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე პროექტის ექსკლუზივს გვიმხელს

 

წყნეთში 5 ათასს დოლარს პრინციპულად არ გადავიხდი! ფასს ხომ უნდა აკმაყოფილებდეს სახლი?  ჩვეულებრივი ძველისძველი აგარაკია, აუზი და ჯაკუზი რომ ჰქონდეს, კიდევ ჰო. ის სახლი ნაღდად არ ღირს ეს ფასი, შეიძლება სხვა, მეტიც ღირდეს.

 

ესპანეთში წავიდოდი, როგორ არა, მაგრამ, კორონავირუსის გამო ისეთი ამბავია, რომ იქ წასვლა ნამდვილად არ შეიძლება წელს. ყოველდღიურად ვეცნობი იქაურ ამბებს. ისე ვარ ჩართული, მკითხეთ, რაც გინდათ. პირველ ივლისს საზღვრები გაიხსნება, მაგრამ მთელს ესპანეთში იმდენად ცუდი მდგომარეობა იყო, არავის ვურჩევ იქ წასვლას. ფრთხილობენ, რომ მეორე ტალღა არ განმეორდეს. ესპანეთში წასვლა ნამდვილად არ ღირს. თუ წყნეთში ფასის ადეკვატურ სახლს ვერ შევარჩევ, მერე უფრო ზევით, კოჯორში ავინაცვლებ.

ავტორი: თამარ გონგაძე

X