
ქართველი კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი დღეს 82 წლის ასაკში „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გარდაიცვალა.
„ხელით ვწერ, კომპიუტერით ვერ წარმომიდგენია, საბეჭდით მე თვითონ ვბეჭდავ, რაღაც სხეულის ნაწილივით არის კალმისტარი.. იცით რა ძნელია მაგიდასთან მისვლა, შიშის გრძნობაც არის“, – ამბობდა გიორგი კეკელიძესთან ინტერვიუში დიდი ქართველი კლასიკოსი მწერალი.
გავრცელებული ცნობით, გურამ დოჩანაშვილის ერთი თვის წინ გაცივდა. მას შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ფილტვების პრობლემით კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.






















