20:41 | 2021-04-04 ავტორი: Prime Time

გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილთან ახლოს დაკრძალავენ

გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილთან ახლოს დაკრძალავენ

გურამ დოჩანაშვილის სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ ის მისი შვილის საფლავთან ახლოს, საბურთალოს სასაფლაოზე დაეკრძალათ. “კურიერის” ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლებმა ოჯახს შესთავაზეს, კლასიკოსი მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. დღეს კი ოჯახმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და, მწერლის ანდერძის თანახმად, მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

 

 

გურამ დოჩანაშვილის შვილი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს, 22 წლის ასაკში დაიღუპა.

 

„ჩემთვის გურამის გაცნობას ერიდებოდნენ, რადგან არეული ბიოგრაფია ჰქონდა“ - გურამ დოჩანაშვილის მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე
2021-04-04„ჩემთვის გურამის გაცნობას ერიდებოდნენ, რადგან არეული ბიოგრაფია ჰქონდა“ - გურამ დოჩანაშვილის მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე

 

მწერლის ცხედარი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

 

გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ, მწერალი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა.

ავტორი: Prime Time

X