13:05 | 2021-07-16 ავტორი: თეონა ყაჭიური

გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი პოლიციაში გადაიყვანეს 

გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი პოლიციაში გადაიყვანეს 

სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი  პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციამ ისინი სახლიდან ცოტა ხნის წინ გაიყვანა.

 

როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, ის დაკავებას არ ელის და პოლიციას მისი სახლიდან რაიმე კანონთან შეუსაბამო ნივთმტკიცებაც არ ამოუღია.

 

ცნობისთვის, სამართალდამცველები დილიდან ჩხრეკას ატარებენ გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში.

 

ჩხრეკა მიმდინარეობდა  ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაში.  ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძეც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X