17:49 | 2021-07-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გურამ ფალავანდიშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა

გურამ ფალავანდიშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა

გურამ ფალავანდიშვილმა საგამოძიებო უწყება დატოვა.

 

მისი გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

„ჟურნალისტებს ხელით არ შევხებივარ, არც ვაპირებ და არც არავის მოვუწოდებ. ჟურნალისტმა პუტინისტი უწოდა და დაარტყა. ყველა ამას ვერ ითმენს“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

 

პოლიციამ რადიკალური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, დღის პირველ ნახევრში, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გადაიყვანა.

 

დაკითხვაზე რჩებიან „ალტერნატიული საქართველოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და დეკანოზი ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს პარლამენტთან ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X