10:41 | 2020-09-04 ავტორი: Prime Time

გურიამ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა – ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი

გურიამ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა – ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი

პანდემიიდან 7 თვის შემდეგ, გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ვირუსი ჩოხატაურში ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა, რომელიც ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება.

 

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი ადასტურებს, რომ 21 წლის ქალი ნამდვილად “დონას” კლასტერს მიეკუთვნება.

 

“ქალს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა COVID-19. ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალის კონტაქტების კვლევას აწარმოებს,” – განაცხადა ჯიბუტმა.

ავტორი: Prime Time

X