17:40 | 2021-06-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

გურიაში 13 პირი დააკავეს – მათ პოლიციელებზე თავდასხმა ედებათ ბრალად

გურიაში 13 პირი დააკავეს – მათ პოლიციელებზე თავდასხმა ედებათ ბრალად

პოლიციამ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, დაბა ურეკში, 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

 

VIDEO: 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სახლი დაუწვეს
2021-06-25VIDEO: 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სახლი დაუწვეს

 

მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X