
გოგო, რომელსაც გურიის რეგიონში კორონავირუსი პირველად დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა გურიაში 4 სექტემბერს დადასტურდა.
21 წლის გოგო „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება და საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა. ახალგაზრდა გოგო, სრულიად გამოჯანმრთელდა და ის საკუთარ სახლში დაბრუნდა, თავს შესანიშნავად გრძნობს.
ინფორმაციას „პრაიმტაიმნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია უდასტურებს.
„პირველი კოვიდინფიცირებული გოგონა გურიის რეგიონიდან, ჩოხატაურის მკვიდრი, გამოჯანრთელდა. ის თავს შესანიშნავად გრძნობს და უკვე საკუთარ სახლშია.“- გვითხრა მჟვიამ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში კორონავირუსის 58 შემთხვევაა დადასტურებული.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი























