12:21 | 2021-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გურჯაანი: თავდამსხმელებს მსხვერპლი შეეშალათ და სხვა ადამიანი მოკლეს

გურჯაანი: თავდამსხმელებს მსხვერპლი შეეშალათ და სხვა ადამიანი მოკლეს

კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

 

სამი პირიდან ერთ-ერთი დაჭრილი მალხაზ ბოდუაშვილია. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სწორედ მისი მკვლელობა იყო განზრახული. სისხლიანი გარჩევა შურისძიებას უკავშირდება, რომელიც მალხაზ ბოდუაშვილის წინააღმდეგ იყო განხზრახული, თუმცა თავდასხმას ბოდუაშვილის თანამშრომელი ემსხვერპლა.

 

 

სად გადაიყვანენ მოსახლეობას ვაშლიჯვრის ფერდიდან ევაკუაციის შემთხვევაში  
2021-03-25სად გადაიყვანენ მოსახლეობას ვაშლიჯვრის ფერდიდან ევაკუაციის შემთხვევაში  

 

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში ბოდუაშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო დაკავებული, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, შეუცვალა და გაათავისუფლა.

 

 

ცნობისთვის, კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მსხდომი სამი პირი. დაჭრილები გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკაში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული სხვაში შეეშალათ და მსხვერპლი იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო განზრახული.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X