
გურჯაანში კორონავირუსით 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოზარდს მძიმე ნევროლოგიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც წარსულში ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.
გარდაცვლილი სოფელ ბაკურციხის მკვიდრია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ის ქალაქ გურჯაანში, ბებიასთან ცხოვრობდა.
„დედა ემიგრაციაში იყო წასული, ხოლო მამამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ბოლო წლები ამის გამო ბებიასთან ცხოვრობდა. აცრილიც არ იყო, აბა ვინ გაუკეთებდა ვაქცინას. მისი მდგომარეობის გამო მძიმედ იყო, კოვიდი ადვილად მოერია“, – თქვა ოჯახის ახლობელმა.
ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ სოფელ ბაკურციხის ოჯახის ექიმებიც, თუმცა ბოლო პერიოდში გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ისინი ინფორმაციას არ ფლობენ.
მომხდარი ფაქტი რეგიონში 18 წლამდე ასაკის პირის, კოვიდით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























