10:06 | 2021-03-25 ავტორი: Prime Time

გურჯაანში, მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, დაჭრილია კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი პირი

გურჯაანში, მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს, დაჭრილია კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი პირი

დაუდგენელმა პირმა,  გურჯაანის მუნიციპალიტრტის სოფელ ჩუმლაყში, 40 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში,  ცეცხლსასროლი იარღით ჩაცხრილა. დაჭრილია კიდევ ერთი გურჯაანში კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილი პირი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

 

წინასწარი ინფორმაციით,  შემთხვევის მიზეზი,  ურთიერთშელაპარაკება გახდა,  როცა  სამეგრელოს რეგიონიდან  ატმის ბაღებში სამუშაოდ ჩასულ ახალგაზრდა  მამაკაცს, ერთ- ერთ ადგილობრივთან კამათი მოუხდა. კამათს  მისი მკვლელობა მოჰყვა.

 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან.  მომხდარ ფაქტზე, პრაიმტაიმი დამატებით დეტალებს არკვევს.

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X