19:58 | 2021-05-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გურჯაანში დაკარგული მამა და მისი 5 წლის ვაჟი სახლში დაბრუნდნენ – 2-დღიანი ძებნის ბედნიერი დასასრული

გურჯაანში დაკარგული მამა და მისი 5 წლის ვაჟი სახლში დაბრუნდნენ – 2-დღიანი ძებნის ბედნიერი დასასრული

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარიდან დაკარგული მამა და 5 წლის შვილი სახლში დაბრუნდნენ.

 

ოჯახის ახლობლების განმარტებით, ლევან მარკოზაშვილსა და მისი მცირეწლოვან ვაჟს, ტყეში გზა აებნათ. ამის გამო, მათ ღამის გათენება მანქანაში მოუწიათ. მარკოზაშვილი და მისი ვაჟი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლში არიან და თავს კარგად გრძნობენ.

 

მშობლებისთვის აუცილებლად წასაკითხი - რას ითხოვენ თინეიჯერი შვილები მშობლებისგან
2021-05-16მშობლებისთვის აუცილებლად წასაკითხი - რას ითხოვენ თინეიჯერი შვილები მშობლებისგან

 

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, მამა- შვილს, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი 5 წლის ვაჟთან ერთად „ნივის“ მარკის ავტომანაქანით ტყეში შეშის მოსაჭრელად შევიდა და აღარ დაბრუნდა.

 

დაკარგული მამა-შვილის სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის პოლიციის სამმართველოც იყო ჩართული.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X