
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაკავებული, 250 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ წვევამდელს, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავის არიდებაში დახმარებას დაპირდა.
დაკავებული პირი, ამჟამად კახეთის პოლიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მას, დღეს, ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 338- ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენებენ, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.
მომხდარ ფაქტზე, ჯერჯერობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















