21:08 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

გურჯაანში სტადიონზე შეკრებისთვის 11 მოქალაქე დააჯარიმეს

გურჯაანში სტადიონზე შეკრებისთვის 11 მოქალაქე დააჯარიმეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საფეხბურთო სტადიონზე, 11 მოქალაქე დააჯარიმეს. თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 3000 ლარის გადახდა მოუწევს.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებმა პოლიციის მითითება არ გაითვალისწინეს.

 

„დილის 5 საათიდან ვართ გამოსულები და კარდაკარ დავდივართ. შევამოწმეთ სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზრობა. ყველას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ წესების დაცვისკენ, რათა მდგომარეობა, რომელიც ამ წუთისთვის გვაქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ. არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვა პანდემიის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ. პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, ამ ახალგაზრდებმა მაინც განაგრძეს თამაში, რის გამოც დაჯარიმდნენ“,- განაცხადა ხანდაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, ათზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

 

წესების დარღვევისათვის, ფიზიკური პირი 3.000, ხოლო იურიდიული პირი 15.000 ლარით ჯარიმდება.

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X