08:38 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

გურჯაანში ასაფეთქებელი მოწყობილობისა და იარაღის ამოღების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

გურჯაანში  ასაფეთქებელი მოწყობილობისა და იარაღის ამოღების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ასაფეთქებელი მასალის ამოღების ფაქტზე ინფრმაციას ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს.

 

„სამართალდამცველებმა ზ.მ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი​ თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისა სავარაუდო იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.

 

სპეცოპერაცია გურჯაანში: ამოღებულია ხელყუმბარა და ვინჩესტერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი
2020-06-04სპეცოპერაცია გურჯაანში: ამოღებულია ხელყუმბარა და ვინჩესტერის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

X