11:16 | 2021-09-22 ავტორი: Prime Time

გუშინ, ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი დილით გარდაიცვალა – რას წერს მისი და სოციალურ ქსელში

გუშინ, ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი დილით გარდაიცვალა – რას წერს მისი და სოციალურ ქსელში

ზუგდიდი-ანაკლიის ავტომაგისტრალის, დარჩელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მათე გეთია საავადმყოფოში დილით გარდაიცვალა. მას ორსული ცოლი და ერთი შვილი დარჩა.

 

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.

 

„რა მიქენი, მათე, რატომ გამამწარე, ცხოვრება რატომ გამინადგურე, რა მიქენი ჩემი სიხოცხლე, რააააა!!!“ – წერს სოციალურ ქსელში მათე გეთიას და, ნინო გეთია და ძმის ფოტოებს აქვეყნებს.

„დილიდან იმდენიი ემოცია ირევა გულში, ლამის გასკდეს… ვაი,მათე ეს რა ამბავიი დაატრიიალე, ასე უდროოდ წახვედი. დატოვე შენი სამი ანგელოზი… რითი ვანუგეშოო მე ჩემი ვიკა და ირაკლიი. შენიი ორი პატარაა დანატოვარი… ვიკას ძალიან დიდი ბედნიერება წამში დიდი უბედურებით შეცვალე, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი… სხვებსაც რომ სდებდით მაგ ენერგიიას.

Mate Getia მშვიდობით კარგო ბიჭოო იქ მაინც შევხვდებით Vika Jikia Irakli Jikia ღმერთმა გაკმაროთ ეს ტკივილი,ყველა სიტყვა უძლურია თქვენი მწუხარების წინაშე“, – წერენ სოციალურ ქსელში გეთიას ახლობლები.

 

შეგახსენებთ, დაშავებული ავტოანქანის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდებოდა მძიმედ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X