21:14 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

გუშინ დასრულებული სპორტული კარიერა დღეს პოლიტიკაში გაგრძელდა – დავით კაჭარავა „ქართულ ოცნებაშია“

გუშინ დასრულებული სპორტული კარიერა დღეს პოლიტიკაში გაგრძელდა – დავით კაჭარავა „ქართულ ოცნებაშია“

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

 

საარჩევნო სიის პირველი ოცეულში ორი სპორტსმენი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა არიან.

 

დავით კაჭარავამ სარაგბო ნაკრები დატოვა და სოციალურ ქსელში 9 სექტემბერს სპორტული კარიერის დასრულების შესახებ თავდ დაწერა.

საკალათბურთო ნაკრებიდან პოლიტიკურ გუნდში ისევ ცამეტია - ვიქტორ სანიკიძე
2020-09-10საკალათბურთო ნაკრებიდან პოლიტიკურ გუნდში ისევ ცამეტია - ვიქტორ სანიკიძე "ქართულ ოცნებაშია“

 

სიაში თბილისის საკრებულოსა და მერიის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ-მინისტრი შედიან.

 

„ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია ისევ პრემიერმინისტრის კანდიდატად დაასახელა. 

 

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, – პარლამენტის თავმჯდომარეობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ არჩილ თალაკვაძეა.

 

პარტიულ სიაში მე-4 ადგილს იკავებს, „ქართული ოცნების„ მინისტრთა კაბინეტის წევრი, იუსტიციის მოქმედი მინისტრი, თეა წულუკიანი, სიაშია მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც.

 

“ქართული ოცნების” 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულში, მოქმედი უმრავლესობიდან მხოლოდ 5 წევრია. პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში ხუთი ქალია.

 

 

ავტორი: Prime Time

X