12:54 | 2021-03-12 ავტორი: თამარ გონგაძე

“გუშინ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ფედერერის დამარცხება გამიხარდა” – ლანა ღოღობერიძე

“გუშინ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ფედერერის დამარცხება გამიხარდა” – ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ჩოგბურთის დიდი გულშემატკივარია. 92 წლის რეჟისორი დღემდე სტუმრობს კორტებს და სპორტის ამ სახეობით დიდ რელაქსს იღებს.

 

დოჰაში, როჯერ ფედერერთან, ნიკოლოზ ბასილაშვილის გუშინდელი ტრიუმფალური გამარჯვების შეფასება ქალბატონ ლანას ვთხოვეთ.

 

ლანა ღოღობერიძე: – ემოციური თამაში იყო. მეც ემოციური მაყურებელი ვარ. ყოველთვის ფედერერს ვგულშემატკივრობდი. გუშინ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მისი დამარცხება გამიხარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ.

 

May be an image of Lana Gogoberidze

 

ბევრი წელია ჩოგბურთს სულ ერთ პარტნიორთან ერთად ვთამაშობ. ტრენერი ადა პოღოსიანი ჩემი სპარინგ-პარტნიორია. ძალიან კომფორტულია მასთან ერთად თამაში. ზოგადად, ჩემთვის ჩოგბურთი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი. ელეგენატურობის და კეთილშობილების არენაა.

 

– ვინ არის თქვენი ფავორიტი ჩოგბურთელი?

 

– რა თქმა უნდა – ფედერერი. ყოველთვის ვგულშემატკივრობ. ფედერერი ბევრად მეტია, ვიდრე მოთამაშე და სპორტსმენი. ისეთი კეთილშობილი და საინტერესო პიროვნება ჩანს, როგორიც თავად ეს სპორტის სახეობაა.

ავტორი: თამარ გონგაძე

X