13:21 | 2020-06-01 ავტორი: თეონა ყაჭიური

გუშინ გავისეირნე პარკში და ვნახე, რომ … – რა ნახა რეკრეაციულ სივრცეებში ამირან გამყრელიძემ

გუშინ გავისეირნე პარკში და ვნახე, რომ … – რა ნახა რეკრეაციულ სივრცეებში ამირან გამყრელიძემ

„გუშინ გავისეირნე ქუჩებში რამდენიმე პარკში და სამწუხაროდ ვნახე, რომ მოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადის ხმარებას“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხდა.

 

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს.

 

„გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადეს იყენებს. ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5,6,7,10 ადამიანი, გარე სივრცეშიც აუცილებელია პირბადის გამოყენება, იმიტომ, რომ ინფექცია ჯერჯერობით ქვეყანაში არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი! - გიორგი გახარია მოსახლეობას აფრთხილებს
2020-06-01ქვეყანაში გაჩნდა ორი ახალი კლასტერი! - გიორგი გახარია მოსახლეობას აფრთხილებს

 

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გმაოჯანრმთელებულია 624.

 

კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.

 

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X