09:05 | 2020-06-16 ავტორი: Prime Time

„გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“ – სამოქალაქო აქტივიტები წარწერებისთვის დააჯარიმეს

„გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“ – სამოქალაქო აქტივიტები წარწერებისთვის დააჯარიმეს

„გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს“ – ამ წარწერებს სამოქალაქო აქტივისტები პეკინის გამზირზე განთავსებულ დროებით კონსტრუქციაზე წერდნენ, რა დროსაც მათთან თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ.

 

„სირცხვილიას“ აქტივისტები პოლიციამ დროებით სამშენებლო კონსტრუქციებზე გაკეთებული წარწერებისთვის დააჯარიმა.

 

აქტივისტებს 200-ლარიანი ჯარიმები ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო გამოუწერეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ჯარიმის ოქმები არ ჩაიბარეს.

 

ავტორი: Prime Time

X