
გარდაცვლილ ოპერატორ, ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით, შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
„შსს-ს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო ოპერაცია ჩაატარეს. გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 სათვალთვალო კამერა. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. „მორფინი”, „კოდეინი”, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”, „პენტინი” და „მონოაცეტილმორფინი“. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი, შეიძლება გამხადარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება“- ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.






















