18:16 | 2021-03-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გვამზადებენ დახურვისთვის – გიორგი ფხაკაძე 

გვამზადებენ დახურვისთვის – გიორგი ფხაკაძე 

ბოლო კვლევით დადგინდა, რომ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-მე შემცირდა. 

 

ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში ამოვყო თავი - გიორგი ფხაკაძე
2021-03-10ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში ამოვყო თავი - გიორგი ფხაკაძე

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ფაქტმა შესაძლოა, Covid-19-თან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს.

 

ამას გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.

 

„გვამზადებენ დახურვისთვის, – წერს ექსპერტი Facebook-ზე.

 

დღესვე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კატეგორიულად დაუშვებელია, მოქალაქეებმა პირბადე არ ატარონ.

 

მისივე თქმით, ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა.

 

„მოგეხსენებათ, რომ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით. ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ, იმისთვის რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X