
გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში ოპოზიცია აუცილებლად გადმოდგამს კომპრომისულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, გარკვეულ საკითხებზე “ქართული ოცნება” უკვე მუშაობს, თუმცა კვლავ რჩება თემები, რომელზე კომპრომისსაც “ოცნებაში” გამორიცხავენ.
“დიალოგის საკითხი ახლა ძალიან აქტუალურია, გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში ოპოზიცია აუცილებლად გადმოდგამს კომპრომისულ ნაბიჯებს. ისინი დააყენებენ ძალიან კონკრეტულ საკითხებს. დავიწყებთ ამასთან დაკავშირებით მსჯელობას.
არსებობს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა და არის საკითხები, რაც რეალიზებაშია და დაწყებულია მსჯელობა,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.























