13:07 | 2021-11-09 ავტორი: Prime Time

გვაქვს მოლოდინი, რომ მწვანე პასპორტების ამოქმედება იმუნიზაციის მაჩვენებელს გაზრდის – ივანე ჩხაიძე 

გვაქვს მოლოდინი, რომ მწვანე პასპორტების ამოქმედება იმუნიზაციის მაჩვენებელს გაზრდის – ივანე ჩხაიძე 

მწვანე პასპორტის მოქმედება რაც უფრო მეტ ობიექტზე გავრცელდება, მით უფრო ეფექტიანი იქნება ეს ღონისძიება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ცნობილია, რა გადაწყდა იმუნიზაციის საბჭოზე 
2021-11-09ცნობილია, რა გადაწყდა იმუნიზაციის საბჭოზე 

 

მისი თქმით, შესაძლოა გაიზარდოს იმ ობიექტების ნუსხა, სადაც მწვანე პასპორტის მოქმედება გავრცელდება. ​​„ჩვენ გვაქვს ჩამოთვლილი ობიექტების პირველადი შეფასება, მაგრამ ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შესაძლებელია ამ ობიექტების სია გაფართოვდეს.

 

დეტალურადაა ნაჩვენები, რომ იმ ქვეყნებში სადაც მწვანე პასპორტები ამოქმედდა, ყველგან მნიშვნელოვნად გაიზარდა იმუნიზაციის მაჩვენებელი. ჩვენც ველოდებით იმუნიზაციის მაჩვენებლის ზრდას, კარგი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ადრე ყოფილიყო მიღებული,“- განაცხადა ჩხაიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X