22:50 | 2021-03-07 ავტორი: Prime Time

გვაქვს სამწუხარო ინფორმაციები რეგიონებიდან, პირბადის ტარების კულტურის დაცვა ქვემოთ მოდის – ამირან გამყრელიძე

გვაქვს სამწუხარო ინფორმაციები რეგიონებიდან, პირბადის ტარების კულტურის დაცვა ქვემოთ მოდის – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება.

 

გამყრელიძის თქმით, სწორედ ამის საფუძველზე მიიღეს თებერვალსა და მარტში შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება.

 

„გვაქვს ინფორმაციები ჩვენი რეგიონებიდან და, სამწუხაროდ, რეგიონებში პირბადის ტარების კულტურის დაცვა ქვემოთ მოდის, რაც იმის სიგნალია, რომ შესაძლოა, ეპიდვითარება გაუარესდეს, თუ წესი ჩვენ წესად არ ვაქციეთ ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში და არ დავიცავით. ბოლო დროს, ერთ დონეზეა როგორც დადებითობის, ისე ინციდენტობის მაჩვენებელი, ქვემოთ არ მოდის, ეს სიგნალია, რომ შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელია, რისკია, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატოს.

 

Bloomberg: მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსზე 300 მილიონამდე ადამიანი აიცრა
2021-03-07Bloomberg: მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსზე 300 მილიონამდე ადამიანი აიცრა

 

ამიტომ გთხოვთ ყველა ტელეარხს, მასმედიის საშუალებას, ბევრი ვისაუბროთ ამ საკითხზე, რადგან ჩვენ თუ ისევ ისე გავთამამდით, როგორც შარშან ზაფხულში და მივიღეთ სერიოზული აფეთქება, ახლაც შესაძლებელია, მსგავსი სიტუაცია დადგეს. თუ ჩვენ მარტსა და აპრილს გავივლით დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდვითარებით, რომელიც დღეს გვაქვს, მაშინ ცხელ პერიოდში შევალთ კარგი მაჩვენებლით და, დიდი ალბათობით, უკვე ზაფხულში ეპიდსიტუაცია აღარ გაუარესდება. ძალიან ბევრია დამოკიდებული, ჩვენ როგორ შევასრულებთ რეკომენდაციებს“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

 

 

 

„ეს ბავშვი უნდა გავიცნო“ - გოგონა ეკა ბესელიას პაროდიას ასრულებს
2021-03-07„ეს ბავშვი უნდა გავიცნო“ - გოგონა ეკა ბესელიას პაროდიას ასრულებს
ავტორი: Prime Time

X