
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუს დროს დაინტერესდა, რატომ არ გააძევეს ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის არჩევნებამდე.
მერაბიშვილმა ამ კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია შეუძლებელია.
„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატრიულ საზოგადოებას და პოლიტიკური მეთოდებით ვიბრძვით.
არჩევანი არ გვქონდა. ჩვენ ბოლომდე უნდა გვებრძოლა დემოკრატიული გზით.
ერთი წლით ადრე ვფიქრობდი, რომ არჩევნებს წავაგებდით, რადგან ასეთი დაპირებების დროს ღარიბ ქვეყანაში, სადაც ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი იყო ძალიან ღარიბი, ამ ფონზე არსებობდა მითი, რომ საჩხერე არის სამოთხე. ეს მაძლევდა არჩევნების წაგების საფუძველს“, – აღნიშნა მერაბიშვილმა.






















