
სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ქვია ჭერი აარღვია! წარმოუდგენელია, – ამ შინაარსის პოსტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
ნახეთ ვიდეო:
„აი ეგრე. წავიდეს ახლა ბიძინა, უკვდავების წყალი მოიტანოს. ქართველების მოძულე ბოროტი მილიარდერი, არც კი განძრეულა ხალხის გადასარჩენად. არადა, ორდენი რომ მიეღო, უმდიდრეს საფრანგეთს მილიონები შესწირა“, – წერს გვარამია.
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას სთავაზობს გზას, როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა უფასოდ.






















