23:56 | 2020-08-13 ავტორი: თამთა თორდია

გვარამია შაქარაშვილზე – ექიმმა დაასკვნა, რომ ვერ გადარჩებოდა და ამის შემდეგ გადააგდეს მდინარეში

გვარამია შაქარაშვილზე – ექიმმა დაასკვნა, რომ ვერ გადარჩებოდა და ამის შემდეგ გადააგდეს მდინარეში

„მთავარი არხის“დირექტორი ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ შაქარაშვილი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში ექიმმა ნახა, რომელმაც დაასკვნა, რომ ის ვეღარ გადარჩებოდა და ამის შემდეგ მდინარეში გადააგდეს.

პროკურატურა - გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა
2020-08-12პროკურატურა - გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა

 

გვარამიას თქმით, მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი ნიკა ჟვანია გახლავთ.

 

„მთავარი არხის“ დირექტორი ირწმუნება, რომ ეს ვერსია წყარომ მიაწოდა.

 

„გვამი გადაადგილებულია, უფრო სწორედ ჯერ კიდევ სიცოცხლეში არის გადაადგილებული უგონო მდგომარეობაში, ჩარეულია ექიმი, რომელმაც დაასკვნა, რომ შაქარაშვილი ვერ გადარჩებოდა, რის შემდეგაც გადააგდეს მდინარეში”, – ამბობს გვარამია.

 

მისი ინფორმაციით, ნიკა ჟვანია მკვლელობის ეპიზოდიდან განარიდეს, რადგან ის დაჩი ბუაძის მეგობარია, დაჩი ბუაძე კი, გვარამიას მტკიცებით, ავთო ბილანიშვილთან (კაწროსთან) მეგობრობს, რომელსაც თავის მხრივ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბერა ივანიშვილთან.

 

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი ხუთ პირს წარუდგინეს, ძალადობის მუხლით კი პასუხისგებაში 12 პირია მიცემული.

ავტორი: თამთა თორდია

X