
ვინ მონათლა მოღალატეებად? გვარი და სახელი მითხარით, ვინ გამოაცხადა,- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის თაობაზე.
“ვინ მონათლა მოღალატეებად, ვინმე გამოვიდა და გამოაცხადა, რომ ისინი მოღალატეები არიან? გვარი და სახელი მითხარით, ვინ გამოაცხადა?“ – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.
ცნობისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.
21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.






















