18:02 | 2021-06-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევა! – რაზე წერს გიორგი ფხაკაძე

გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევა! – რაზე წერს გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „სინოვაკის“ კვლევასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

 

„საკმაოდ საიმედო კვლევა “სინოვაკის“ შესახებ. გვეღირსა, დაიდო რეალურ გარემოში ჩატარებული კვლევა და გვაჩვენა, რომ “სინოვაკის“ 2 დოზის მიღების დროს: კოვიდ-სიკვდილიანობა 95% -ით არის დაწეული;

 

კოვიდით რეანიმაციაში მოხვედრა 90% -ით დაიწია;

 

სავარაუდო გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ დიდი დიღმის ერთ-ერთ სკვერში
2021-06-03სავარაუდო გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ დიდი დიღმის ერთ-ერთ სკვერში

 

კოვიდ-სიმპტომური შრმთხვევები შემცირებულია 80% -ით.

 

კვლევა ჩატარდა ბრაზილიაში, პატარა ბრაზილიური ქალაქ სერრანაში, მოსახლეობა არის 30,000-მდე. მოსახლეობის 95% იყო ვაქცინირებული “სინოვაკით“.

 

რეინფიცირების სტატისტიკა არ გვაქვს. რამდენი თვე “გაუძლებს“ ეს ვაქცინა და როდის იქნება საჭირო ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს.

 

ფაქტია, ვაქცინების უმრავლესობა გიცავთ სიკვდილიანობისგან და რეანიმაციისგან​. 100%-იანი დაცვა არ აქვს არცერთ ვაქცინას, სამედიცინო პირბადე მაინც არის აუცილებელი“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X