
“წყალს დავლევთ თუ ლიმონიან წყალს ერთი ფასი აქვს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოცილურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, კორონავირუსის დროს თუთიის და მაღალი დოზით C ვიტამინის მიღებას არანაირი აზრი არ აქვს.
“ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ოფიციალურმა ჟურნალმა 12 თებერვალს გამოაქვეყნა საკმაოდ კარგი და გამართული სტატია, სადაც დადასტურდა, რომ კოვიდ-19-ის დროს თუთიის და მაღალი დოზით C ვიტამინის მიღებას არ აქვს არანაირი აზრი!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.






















