17:54 | 2021-09-17 ავტორი: თეონა ყაჭიური

გვეყოს თავის მოტყუება,​ მოვითხოვოთ დამოუკიდებელი აკრედიტაცია სამედიცინო დაწესებულებების – გიორგი ფხაკაძე

გვეყოს თავის მოტყუება,​ მოვითხოვოთ დამოუკიდებელი აკრედიტაცია სამედიცინო დაწესებულებების – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და მას სხვა ქვეყნების მაგალითს ადარებს, სადაც დასაქმებულებს აუცრელობის შემთხვევაში „უხელფასო შვებულებაში“ უშვებენ.

 

როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, სამწუხაროდ, საქართველოში ყველაზე მეტად ანტივაქსერული განცხადებები სწორედ ექიმებისგან მოდის. ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს (სტილი დაცულია)

 

„საფრანგეთში, 2021 წლის 15 სექტემბრიდან ყველა სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს (სამედიცინო და არა სამედიცინო) მუშაობის უფლება აქვს მხოლოდ კოვიდვაქცინით ვაქცინირებული. დღეს 3 000-მდე მუშა კი ძირითადად მცირე და საშუალო რგოლის მუშაკი არ დაუშვეს სამსახურში და გაუშვეს “უხელფასო შვებულებაში”. ეს არის უპრეცედენტო ევროპის ყველაზე ანტივაქსერულ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 81.7% უკვე ვაქცინირებულია (ჩემი თავის ჩათვლით)

 

საქართველოში, 2021 წლის 15 სექტემბრის მაჩვენებლით, ექიმების სულ 58%-ია სრულად აცრილი, ექთნების 50%-ის ფარგლებში სრულიად აცრილი;

 

უმცროს სამედიცინო პერსონალში 35% სრულად აცრილი; სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის 50%მდე სრულიად აცრილია; ფარმაცევტების რამდენი პროცენტია აცრილი არავინ იცის, კოვიდ გავრცელების ყველაზე დიდი წყაროები საქართველოში არიან პანდემიის პირველივე დღიდან (მარნეული გაიხსენეთ) სამედიცინო დაწესებულებები და ეს არის მწარე ფაქტი

 

ყველაზე დიდი ანტივაქსერული მოძრაობა ქვეყანაში მოდის ზუსტად, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებისგან (გადახედეთ ამ ბოლო დროს ზოგიერთი ჩემი კოლეგის პოსტს… და ზემოთ აცრების სტატისტიკას)

 

ასევე ნახეთ: “ძალიან მაგარი ამბავია ხალხო, ვინც ხართ აცრილები” – გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევებზე

 

 

„თუ უნდა, ნუ მოვა სახლში, მთავარია თავისუფალია“ - ნინო დარასელი საუბრისას ატირდა
2021-09-17„თუ უნდა, ნუ მოვა სახლში, მთავარია თავისუფალია“ - ნინო დარასელი საუბრისას ატირდა

 

გვეყოს თავის მოტყუება,​ მოვითხოვოთ დამოუკიდებელი აკრედიტაცია სამედიცინო დაწესებულებების, დიახ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, აპოლიტიკური, არაკორუმპირებული, და არა სახელწიფოებრივი (კორუფცია და ნეპოტიზმი თავიდან რომ ავიცილოთ.

 

მოვითხოვოთ (აკრედიტაციით დავნერგოთ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ექიმებისთვის მინიმუმ 50 კრედიტ ქულა წელიწადში და ექთნებისთვის 25 კრედიტ ქულა წელიწადში.

 

საქართველოში ჩვენ გვინდა ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებები. მივცეთ დაწესებულებებს 6 თვე რომ გაიარონ დამოუკიდებელი არა სავალდებულო აკრედიტაცია და ვინც არ (ან ვერ) გაივლის, უბრალოდ საჯაროდ ვთქვათ რომელი სამედიცინო დაწესებულება არის უსაფრთხო და რომელი არა. ეს შესაძლებელია“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X