
„საყოველთაო კარანტინი უნდა გამოცხადდეს თუ არა, ამაზე არავითარი მსჯელობა უწყებათაშორის საბჭოზე არ ყოფილა“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრს იმედი აქვს, რომ გავრცელებულ რეკომენდაციებს ყველა დაიცავს.
„საყოველთაო კარანტინი უნდა გამოცხადდეს თუ არა, ამაზე არავითარი მსჯელობა უწყებათაშორის საბჭოზე არ ყოფილა.
ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ რეკომენდაციებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის ვრცელდება, მათ ჩვენ დავიცავთ და არ იქნება ამ ზომის გამოცხადება საჭირო. დღემდე ამაზე არ ყოფილა მსჯელობა“,- განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მალე, შესაძლოა, ქვეყანასი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 81-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















