11:53 | 2020-12-04 ავტორი: თეონა ყაჭიური

გვექნება თუ არა მკაცრი ზამთარი – გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს

გვექნება თუ არა მკაცრი ზამთარი – გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენო ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს.

 

 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში, ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი იქნება.

 

„სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

ვინც კორონავირუსს გადაიტანს, დიდი ალბათობით, ვაქცინაცია აღარ დასჭირდება - ლევან რატიანი
2020-12-04ვინც კორონავირუსს გადაიტანს, დიდი ალბათობით, ვაქცინაცია აღარ დასჭირდება - ლევან რატიანი

სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X