13:09 | 2021-09-03 ავტორი: თამარ გონგაძე

“გვიან დაოჯახდა და 11 წლის ბიჭი და 4 წლის გოგო დარჩა…” – რას ყვებიან კოვიდით გარდაცვლილ მხატვარზე

“გვიან დაოჯახდა და 11 წლის ბიჭი და 4 წლის გოგო დარჩა…” – რას ყვებიან კოვიდით გარდაცვლილ მხატვარზე

57 წლის გრაფიკოსი, სოსო პაიჭაძე გუშინ კორონავირუსმა იმსხვერპლა. როგორც მისი ახლობებისგან ვიგებთ, მხატვარს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და ჯანმრთელობას მუდმივად უჩიოდა.

 

“გვიან დაოჯახდა და 11 წლის ბიჭი და 4 წლის გოგო დარჩა…” – გვიყვება ოჯახის ახლობელი.

 

“ძალიან გული დაგვწყვიტა ჩოხატაურლებს” – წერენ სოსო პაიჭაძის გარდაცვალების ნიუსის ქვეშ. ჩოხატაური მხატვრის მშობლიური კუთხე იყო.

 

სოსო პაიჭაძის კოლეგა, მხატვარი ვახტანგ მეგრელიშვილი “პრაიმტაიმთან” ადრე წასულ მეგობარს იხსენებს.

 

ვახტანგ მეგრელიშვილი: – სოსო იყო მოწესრიგებული, განათლებული, კეთილშობილი ადამიანი. იყო კარგი მხატვარი, რომელიც პატივს ცემდა ტრადიციულ გრაფიკულ ტექნოლოგიებს და აკეთებდა საინტერესო ექსპერიმენტებს, საინტერესო ნამუშევრებს.

 

ის უცნაურობები, რომელიც მისი კომპოზიციებისათვის იყო დამახასიათებელი, როგორც გრაფიკაში, ასევე ფერწერაში, საინტერესო და მიმზიდველი იყო მნახველისათვის.

 

რა უფრო სარისკოა კოვიდიანი ორსულებისთვის, საკეისრო კვეთა, თუ ბუნებრივი მშობიარობა?  - ნახეთ რევაზ ბოჭორიშვილის განმარტება
2021-09-03რა უფრო სარისკოა კოვიდიანი ორსულებისთვის, საკეისრო კვეთა, თუ ბუნებრივი მშობიარობა? - ნახეთ რევაზ ბოჭორიშვილის განმარტება

 

მუშაობდა ჩვენთან, აკადემიაში… სოსომ გვიან ჩააბარა, მე უკვე აკადემიის ახალი პედაგოგი ვიყავი.

 

მახსოვს, სულ პირველად რომ მაჩვენა თავისი ნამუშევრები და ელოდებოდა რეაქციას ჩემგან. ეს იყო “ნაჩხაპნები”, მაგრამ საინტერესო და ექსპრესიული.

 

როცა შენიშნა ის, რომ მომეწონა ეს სითამამე, გაიღიმა და კმაყოფილი დარჩა.

 

კარგი, კეთილშობილი ღიმილი ჰქონდა. ის ადგილიც მახსოვს, სადაც მაჩვენა თავისი ნამუშევრები პირველად.

 

ბოლოს ვნახე პლეხანოვზე. ბავშვი, თავისი ვაჟიშვილი ახლდა. ბიჭუნა დანავარდობდა როლიკებით და თვითონ იქვე მიყვებოდა. მე ფეხით მივდიოდი და კარგად მოვიკითხეთ ერთმანეთი. ცოტა ხანი ერთად გავისეირნეთ და მერე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ადამიანმა რომ იცოდეს, ბოლოჯერ რომ ხვდება ვინმეს… ძალიან დასანანია ეს ყველაფერი… ტკივილით ვიხსენებ უკვე ამ წუთებს…

 

დასანანია ის, რომ სოსოზე წარსულ დროში მიხდება საუბარი. ძალიან გული დამწყდა. ეს მერამდენე ტკივილია უკვე არსებული პანდემიის გამო.

 

2021-09-02"ვინც კოვიდ-19 მოიფიქრა და განახორციელა, მოვითხოვ, არ დარჩეს გაუნადგურებელი" - ამ სიტყვების ავტორი ქართველი მხატვარი კოვიდმა იმსხვერპლა

 

თეა შარაშიძე: – სულ საკუთარი თავის ძიებაში იყო. მახსოვს, 90-იან წლებში, იაპონიაში, გამოსცეს ახალგაზრდა მხატვართა ენციკლოპედია და სოსო შეიყვანეს.

 

მხატვარი ბოლო დღეებში მადლობას უხდიდა ყველას, თანადგმოსთვის და გამხნევებისთვის. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ეს დაპოსტა.

 

სოსო პაიჭაძე: – ვინც კოვიდ-19 მოიფიქრა და განახორციელა, მოვითხოვ, არ დარჩეს გაუნადგურებელი ეს მილიარდელები იქნებიან თუ სახელმწიფოები. იბრძოლეთ ბოროტების წინააღმდეგ!!! მტერს მტრულად უნდა მიუდგე. ვაცხადებ მსოფლიო წინააღმდეგობას. თუ ვინმეს აქვს დაფუძნებული, გამაგებინეთ.

 

ჩემი თვალით ვნახე, როგორ ათავსებენ მიცვალებულებს ტომრებში, თუ ამაში ჰააგა არ არის გარეული. მე მაინც გადავრჩები.

ავტორი: თამარ გონგაძე

X